top of page
Screenshot_3.png

ომი უკრაინაში: ანტისემიტიზმის ახალი ტალღა?

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია დენაციფიკაციის მიზნით” - ასე ასაბუთებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლისმღვრელ ომს, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლეგიტიმურია დავსვათ კითხვა თუ რით აიხსნება უკრაინის დენაციფიკაცია თუ მისი პრეზიდენტი ებრაელია. ამ კითხვას პასუხი ამჯერად პუტინის მარჯვენა ხელმა სერგეი ლავროვმა გასცა: “მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უკრაინაში ნაციზმის ელემენტებია… ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი და ყველაზე გულმხურვალე ანტისემიტები თავად ებრაელები არიან”. 

საგულისხმოა, რომ ლავროვის რასისტული და ანტისემიტური განცხადება გამონაკლისს არ წარმოადგენს და ომის დაწყების დღიდანვე განსაკუთრებით იმატა ანტი-ებრაულმა ნარატივმა ზელენსკის და უკრაინელი ხალხის დისკრედიტაციის მიზნით. სწორედ ჩვენი ნაშრომის მიზანია შევისწავლოთ რა ძირითადი ანტისემიტური გზავნილები ვრცელდება ქართულ მედია-სივრცეში უკრაინის ომის შემდეგ და რა კავშირი აქვს მას კრემლის პოლიტიკასთან.

ქართულ მედია-სივრცეში გავრცელებული ანტისემიტური გზავნილები უმეტესად კონსპირაციულ თეორიებზეა დაფუძნებული და მისი მრავალმხრივი ინტერპრეტაცია არსებობს.

კონსპირაცია: “ებრაელებს მსოფლიოს დაპყრობა სურთ” 

აღნიშნული შეთქმულების თეორია არცთუ ისე ახალია და საუკუნეების განმავლობაში მისი მიმდევრები ებრაელთა დემონიზებას ახდენდნენ და სამყაროში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების მთავარ მიზეზად მათ ასახელებდნენ. მსგავსი თეორიები უმეტესად  წიგნით “სიონის უხუცესთა პროტოკოლები” საზრდოობს. იგი მიზანმიმართულად შეიქმნა რუსეთის საიდუმლო პოლიციის მიერ ებრაელთა წინააღმდეგ შეთქმულების თეორიების გავრცელებისა და მათდამი სიძულვილის გაღვივების მიზნით და მას ნაცისტურ გერმანიაშიც იყენებდნენ.

Screenshot_6.png

უკრაინის ომმა კონსპირაციულ თეორიებს მეტი აქტუალობა შესძინა. ქართულ სივრცეში ვხვდებით მტკიცებას, რომ უკრაინის ომი ებრაელების მიერაა გაჩაღებული და მისი მიზანი რუსებისა და ადგილობრივი უკრაინელების გაჟლეტაა, რათა არსებული ტერიტორია ე.წ. “ზეციურ იერუსალიმად” აქციონ, სადაც ებრაელები სხვა ერებზე გაბატონდებიან.

Screenshot_7.png

ებრაელების იმპერიალიზმის თეორიის კიდევ ერთი ნაირსახეობა ხაზარების ისტორიას ეხება. ერთი ვერსიით, თანამედროვე უკრაინაში მცხოვრები ებრაელები ისტორიული ხაზარების შთამომავლები არიან, რომლებმაც მე-8 საუკუნეში იუდაიზმი მიიღეს და ახლა სამყაროს დაპყრობა სურთ, ათვლის წერტილი კი უკრაინაა. კრემლის მიზანი კი სწორედ უკრაინელი ხალხის ებრაელთა დაპყრობისგან გათავისუფლებაა. 

Screenshot_5.png

აღნიშნული კონსპირაციული თეორიები ომის გაჩაღებაში ებრაელებს ადანაშაულებენ და არა რეალურ აგრესორს- რუსეთს, რითაც დამპყრობელს ბრალდების ტვირთი ეხსნება. ეს ყოველივე კი გვაფიქრებინებს, რომ მსგავსი კონსპირაციული თეორიების უკან სწორედ პრორუსული ძალები დგანან.


ასავალ-დასავალი, 18 – 24 აპრილი

Screenshot_16.png
“ვეკითხები საზოგადოებას - 50-მილიონიან უკრაინაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 0.2 პროცენტია ეთნიკურად ებრაელი, რატომ არის რადას დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 43 პროცენტზე მეტი და მთავრობის შემადგენლობის 62 პროცენტზე მეტი ებრაელი?... რუსი ერი დღეს ყველაზე უფრო დაჩაგრული და საცოდავია, რადგან ამ უზარმაზარ და უმდირეს ქვეყანას არარუსები, ებრაელები და მასონები მართავენ!“
რემი ვაშაკიძე, რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი
Screenshot_16.png

ასავალ-დასავალი,  11 – 17 აპრილი

“მსოფლიო ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური ელიტები საიდუმლო ორგანიზაციებთან და ძირითადად მასონებთან არიან დაკავშირებული. ხაზგასმით ვაცხადებ - არც რუსი და არც უკრაინელი ერი ამ საქმეში გარეული არ არის და უბრალო ხალხი აბსოლუტურად უდანაშაულოა!“
მირონ ფირცხელანი, ენერგეტიკოსი
Screenshot_18.png

ობიექტივი, სტუდია 8, 29 აპრილი

„უბინძურესი გეგმის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე არის ზელენსკის ბანდა, რომელსაც უწოდებენ ზეციური იერუსალიმის ერთ-ერთ ლიდერს და იერუსალიმის ლომს... აქ ლაპარაკი მიდის ქვეყნის გეოგრაფიული, სახელმწიფოებრივი არეალის შეცვლაზე... თურმე უკრაინა ყოფილა ხაზართა სახელმწიფო, რომელიც დაამარცხეს იგორის ლაშქრობის დროს თურმე და მეათე საუკუნიდან მათ მიღებული ქონდათ იუდეური სარწმუნოება.“
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი

ზელენსკის ფიგურა

კრემლი, პრორუსული ძალები და ზელენსკის ოპონენტები უკრაინის ებრაელი პრეზიდენტის დისკრედიტაციას მრავალი მეთოდით ცდილობენ. იქნება ეს მისი სამსახიობო კარიერა, გამოცდილება თუ წარმომავლობა. სწორედ ამ უკანასკნელის საფუძველზე ხდება ყველაზე ხშირად ზელენსკის კრიტიკა. 
პრორუსული ძალები ხშირად ადარებენ ზელენსკისა და ჰიტლერს, რითაც ლავროვის და ზოგადად კრემლის რიტორიკას იმეორებენ. კონსპირაციული თეორიას, რომლის მიხედვითაც ებრაელებს სამყაროს დაპყრობა სურთ, ხშირად თან ახლავს ზელენსკის გაყალბებული ფოტოც, სადაც იგი ნაცისტური გერმანიის სიმბოლო სვასტიკასთან ერთადაა გამოსახული.

Screenshot_10.png

ამერიკელი მკვლევრის დევიდ ფიშმანის თქმით, უკრაინელი ლიდერების ნაცისტებად მონათვლა კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რომლის მიზანი რუსულ საზოგადოებაში უკრაინელების დემონიზებაა. რუსები დიდ სამამულო ომში სწორედ ნაცისტებს ებრძოდნენ და მათთან პარალელის გავლება, ბუნებრივია, ანტიპათიას გამოიწვევს რუსებში.

Screenshot_12.png

პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაცია მათი ებრაელობის გამო საკმაოდ გავრცელებული იყო ევროპაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად ასიმილირებული იყო პოლიტიკური ფიგურა ადგილობრივ საზოგადოებასთან, მისი წარმომავლობა მაინც წითელ ხაზად რჩებოდა ოპონენტებისთვის. ამის მაგალითია  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ რატენაუ, კურტ აიზნერი და სხვ. თუმცა ჰოლოკოსტის შემდეგ ევროპაში პირის კრიტიკა ებრაული წარმომავლობის ნიადაგზე ტაბუ დადებულ თემად იქცა. კრემლმა კი თანამედროვე ანტისემიტიზმი კვლავ გააცოცხლა.

Screenshot_17.png

News-front, 7 აპრილი 

“ებრაელების ჰოლოკოსტიც ასე დაიწყო – ჰიტლერმა ყველა ებრაელი გამოაცხადა გერმანიის წინაშე დამნაშავედ, მტრად, განადგურების ღირსად. უკრაინის ელჩმა დაამტკიცა კიდეც, რომ კიევში ფაშისტები არიან მოკალათებულნი (მათი ეთნიკური წარმოშობა არანაირ როლს არ ასრულებს, ეროვნებით ებრაელი ზელენსკიც პირწავარდნილი ფაშისტია).”
გულბაათ რცხილაძე, "ევრაზიული კავშირი"

კონსპირაცია: “ახალი მსოფლიო წესრიგი”

შეთქმულების თეორეტიკოსებს სჩვევიათ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება. ცალკე მიმართულებად შეიძლება გამოიყოს ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის ომი დიდი გეგმის ნაწილია მსოფლიოში ახალი წესრიგის დასამყარებლად. მათი აზრით, სიონისტების მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება, სადაც დომინანტური ძალა ებრაული ერი იქნება. ამ გეგმის გზაზე კი უკრაინის ომი ერთ-ერთი საფეხურია. უწინ აღნიშნულ პირებს სჯეროდათ, რომ კოვიდ პანდემიაც სწორედ ამ დიდი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. 

Screenshot_8.png

წარსულში ანტივაქსერული ანგარიშები ომის შემდეგ ანტიებრაულ დეზინფორმაციას ავრცელებენ. საინტერესოა რა საერთო უნდა იყოს კოვიდ პანდემიასა და უკრაინის ომს შორის. ფაქტი ისაა, რომ ორივე რიტორიკას აერთიანებს ზემდგომი მისტიკური ძალების დადანაშაულება, დასავლეთის კრიტიკა და რელიგიური სენტიმენტები, რომლითაც რუსეთთან აფილირებული ძალები საზოგადოებაზე ზემოქმედებენ . 

Screenshot_15.png

ბოლო ჟამის ქრისტიანები, 16 მარტი 

“ძალიან ეშმაკურად შემოაპარეს ზელენსკი. გარდა ამისა კოვიდ პანდემია უკრაინის დროშის ფერებში მიმდინარეობდა მთელი 2 წლის განმავლობაში. ხალხს აპროგრამებდნენ 2 წლის განმავლობაში უკრაინის ფერის დროშებით. რატომ, ამაზე არ გიფიქრიათ?” 

Screenshot_16.png

ასავალ-დასავალი, 16 -22 მაისი

“არსებობს ძალიან ძლიერი სიონისტური მაფია და სამყაროში გადანაწილებისთვის ბრძოლა სწორედ ამ სიონისტურ მაფიასა და ანგლოსაქსებს შორის მიდის. მათია მთელი მასონური ლოჟები, მათ ხელშია ბანკები, ფული, მასმედია და ა.შ. მათი ბრძოლები იწვევენ ყველაზე მძიმე კატაკლიზმებსა და ომებს მსოფლიოში.“

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი

ქართულ მედიაში გავრცელებული ანტისემიტური ნარატივები 

ანტისემიტიზმი ქართულ სასულიერო სივრცეში 

ქართულ სასულიერო სივრცეში ანტისემიტიზმი ომამდეც საკმაოდ აქტუალური იყო და იგი უმეტესად რელიგიური განსხვავებაზეა აღმოცენებული. რამდენიმე წლის წინ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა საჯარო ქადაგებაში ებრაელები “ურწმუნო მოდგმადაც” კი მოიხსენია. 

მართლმადიდებლური ეკლესია კრემლის რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ერთმორწმუნეობა ხშირად გამოიყენება პრორუსული სენტიმენტების გასაღვივებლად. შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ქართული საპატრიარქოს რიტორიკა თანხვედრაშია რუსულ ნარატივთან და ომში ანტიუკრაინულ ან მეტნაკლებად ნეიტრალურ პოზიციას იჭერს. 

Screenshot_14.png

მამა გიორგი პავლოვი

 “უკრაინის ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ფაშისტებმა, რომლებმაც პირსისხლიანი ანტისემიტებისა და რუსოფობების მიმდევრები არიან…მსოფლიოში დღეს რუსოფობია მძვინვარებს… ვისაც არ უნდა ეპიტნავებოდეს, დღეს მსოფლიოში მართლმადიდებელი სარწმუნოების ბურჯი რუსეთია. ეს არის თანამედროვე სარწმუნოებრივი ომი, რომელშიც სიმართლე რუსეთის მხარესაა.“

სასულიერო პირი მამა ხარება ჩიქოვანი სოციალურ ქსელში აზიარებს უკრაინელი ებრაელების საწინააღმდეგო პოსტს, რომელიც შეეხება შეთქმულების თეორიას ებრაელთა მიერ უკრაინელების გაჟლეტისა და მის ტერიტორიაზე “ახალი ისრაელის” დაარსების თაობაზე. სიძულვილის და დამამცირებელი ენით მოიხსენიებს მამა გიორგი სამსონიძე ებრაელებს და სწორედ მათ ადანაშაულებს ომის გაჩაღებასა და ანტიმართლმადიდებლური მოძრაობის გაღვივებაში. 

Screenshot_1.png
Screenshot_2.png

სწორედ რელიგიური მიზნით პანიკის დათესვას ემსახურება დეზინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის შესახებ, რომლის მიხედვითაც ებრაელები უკრაინაში ანტიქრისტეს მოყვანისთვის ემზადებიან. სწორედ ანტიქრისტეს ფენომენს ასახელებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქართული ანტისემიტიზმის ფუნდამენტურ ამხსნელად. 

bottom of page